Monday, July 11, 2016

ტრენინგის საშუალებით ვისწავლე, როგოს უნდა დაიგეგმოს პროექტი.გავეცანი გზამკვლევს, რომელიც დამეხმარება პროექტების მომზადებაში. ნათლად დავინახე რაოდენ მნიშვნელოვანია პროექტების როლი მოსწავლეთა მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებაში.

ავირჩიე თემა და ბლუმის ტაქსონომიის გათვალისწინებით დავწერე მიზნები. გავეცანი შეფასების უამრავ ინსტრუმენტს დავინახე როგორ უნდა მოახდინო მოსწავლეთა დიფერენცირება. პროექტი უნდა იყოს  მრავალმხრივ გაშლილი. მნიშვნელოვანი იყო დროში გაწელილი შეფასების გეგმის  გაკეთება, რომელიც სრულყოფილად აჩვენებს რა ტიპის ნაშრომები და შეფასების ინსტრუმენტები იყოს გამოყენებული პროექტის დასაწყისში , მსვლელობის დროს და ბოლოს. ვისწავლო საინფორმაციო და სარეკლამო ბროშურების დამზადება. მინდა ავღნიშნო რომ პროექტი ხელს უწყობს მოსწავლეთა კოგნიტური უნარების განვითარებას. აგრეთვე  21-ე საუკუნის უნარების განვითარებას. მოტივაციის ამაღლებას. დავინახე რომ პროექტის საშუალებით მოსწავლეებს შეხება აქვთ ცხოვრებისეული გადაწყვეტილებების მიღება. ტრენიბგზე მიღებული ცოდნა დამეხმარება ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის უკეთ წარმართვაში.

No comments:

Post a Comment