Wednesday, July 6, 2016

ვიმსჯელეთ შეფასების მრავალნაირ ფორმებზე. ვიმუშავეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასებაზე,რომელიც კარგად დაგვანახებს ნაშრომის მიზანს,მის შინაარსს და დანიშ ნულებას .ვფიქრობ ,რომ შეფასების ინსტრუმენტების ცოდნა,საჭიროა იმისათვის,რომ გამოვიყენოთ დასახული მიზნების  სწირად წარმართვისათვის. შევაფასო როგორი იქნება ხარისხიანი ნამუშევარი, შევაფასო ნამუშევარში 21-ე საუკუნის უნარები, გამოვავლინო მოსწავლეთა მცდარი შეხედულებები, შევიტანო ცვლილებები სწავლის პროცესში,ხელი შევუწყო  თანატოლთა უკუკავშირს. შეფასების მეთოდები დამეხმარება სწორი რეფლექსიების გაკეთებაში და მოსწავლეები დაინახავენ, რა დონეზე მიაღწიეს დასახულ მიზანს.რაც უფრო მრავალფეროვანი შეფასების ფორმას გამოვიყენებთ, მით მეტად გამოვავლენ და განვავითარებ მოსწავლეთა მაღალ სააზროვნო უნარებს.

No comments:

Post a Comment